ამერიკული კორპორაცია Facebook– ი შავკანიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად, მომავალი სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე შავკანიანი თანამშრომლების 30 % -დე გაზრდას აპირებს. ამის შესახებ Facebook-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა, შერილ სანდბერგმა განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ბოლოსთვის კომპანიის პერსონალის 50% უმცირესობის წარმომადგენლები იქნებიან.
”ჩვენ შევეცდებით, რომ გავაორმაგოთ შავკანიანი და ლათინო-ამერიკელი თანამშრომლების რაოდენობა”, - აცხადებენ კორპორაციაში.
მათი თქმით, ფეისბუქის ხელმძღვანელობაში ასევე ქალთა რაოდენობა გაიზრდება.
კორპორაციამ განაცხადა, რომ წელს განახორციელებს 100 მილიონიან ინვესტიციას აფრო-ამერიკელების ბიზნესსა და არაკომერციულ ორგანოზაციებში, რომლის მოღვაწეობა მიმართულია ამ თემის მხარდასაჭერად.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, Facebook-ში ასევე აპირებენ ციფრული ტექნოლოგიების პროგრამის Elevate-ის ფარგლებში უსასყიდლოდ მოამზადოს მინიმუმ 1 მილიონი შავკანიანი და ლათინო-ამერიკელი, შავკანიან სტუდენტებს კი 100 ათასს სტიპენდიას დაუნიშნავს, რაც დაეხმარება მათ პროგრამირების სფეროში მუშაობის დაწყებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა. მიზეზი ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გახდა. აქციები მიენაპოლისში პოლიციელების დასჯის მოთხოვნით დაიწყო და მთელს ქვეყანას მოედო. მომიტინგეები პოლიციის მხრიდან შავკანიანებზე ძალადობას აპროტესტებენ.