გენდერული ძალადობა
ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობა, მისი ყველა მახინჯი გამოვლინებებით, კვლავ ტაბუდადებულ თემად რჩება
2020-06-18 14:31:40

დღეს საქართველოში ოჯახში ძალადობა  ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება. გამონაკლისს არც სამცხე-ჯავახეთის რეგიონი წარმოადგენს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს. ქალები ცდილობენ თავი აარიდონ ასეთი შინაარსის საუბრებს.

უმრავლეს შემთხვევაში, ის ვინც ყოფილა ან არის ოჯახში ძალადობის მსხვეპლი არ მიმართავს დახმარებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს. ეს მუნიციპალიტეტში სამარცხვინო და ზოგჯერ სახიფათო ფაქტად ითვლება. ქალებს, უბრალოდ ეშინიათ პოლიციაში დარეკვა ან მისვლა. მათი უმრავლესობა შიშობს,  რომ მოძალადის სახლში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო სასტიკი ცემის, შეურაცხჰყოფის, დამცირების მსხვვერპლი გახდება. 

„გცემს - ესე იგი უყვარხარ"- ეს მახინჯი,  ფესვებგადგმული გამონათქვამი აძლევს ზოგიეთ ქალს იმის საფუძველს, რომ გაამართლოს ქმრების სისასტიკე და რწმენას, რომ სხვაგვარად არც კი შეიძლება.

ზოგიერთ შემთხვევაში, ქალებს უბრალოდ წასასვლელიც კი არსად აქვთ. მუნიციპალიტეტში დამყარებული ტრადიციის თანახმად, მათ მშობლების სახლში დაბრუნება არ შეუძლიათ, არ ყოფნით გამბედაობა მიატოვონ ქმარი და შესაბამისად, ამჯობინებენ დუმილს,  რჩებიან მოძალადესთან და ითმენენ მათ ყოველდღიურობას. 

ძალადობა ტაბუდადებული თემაა მუნიციპალიტეტში , ამას განაპირობებს ქალების განათლების დაბალი დონე და უმუშევრობა. არც ისე ბევრ ქალს გააჩნია იმის ძალა, რომ ცხოვრება ნულიდან დაიწყოს, გაიაროს გრძელი და რთული გზა, რომელიც სავსეა შეურაცხჰყოფით, უგულველყოფით იმ ქალის ხმის, რომელიც უბრალოდ ცდილობდა საკუთარი უფლებების დაცვას. რადგან, უმეტეს შემთხვევაში, საზოგადოება ამართლებს ,,სახლის ტირანს’’ და მხოლოდ მსხვერპლს ადანაშაულებს ოჯახის დანგრევაში.

რთული მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სადაც ტრადიციის თანახმად, კაცი ოჯახის უფროსად და გატაწყვეტილებების მიმღებად ითვლება. სოფლის ქალები პრაქტიკულად არ მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ უფლება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებულ შეხვედრებში მიიღონ მონაწილეობა, მათი ხმა არ ისმის არსად. კაცების აზრით, ქალების ადგილი სამზარეულოშია და ისინი მხოლოდ სახლის საქმეებით და შვილების აღზრდით უნდა იყვნენ დაკავებულები. თუ ქალი მუშაობს, მაშინ ეს საბავშვო ბაღი, სკოლა ან სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ისევ მხოლოდ ქალების გარემოცვაშია და მის ‘რეპუტაციას’ საფრთხე არ ემუქრება.

ყველა სირთულის მიუხედავად, სამყარო  ჩვენს გარშემო ნელ-ნელა,  მაგრამ იცვლება. წინა წლებთან შედარებით, უფრო და უფრო მეტი განათლებული და ინფორმირებული ქალი გამოჩნდა მუნიციპალიტეტში. უფრო მეტი ქალი მონაწილეობს სხვადასხვა შეხვედრებში, სემინარებში და ტრენინგებში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. მდგომარეობა უმჯობესდება ქალთა დასაქმების მხრივაც. ბევრი ირჩევს ისეთ პროფესიებს, რომელიც  არ არის ტრადიციული მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებისთვის, მათ პატივს სცემენ, ხოლო მათ მოსაზრებებს ითვალისწინებენ. როდესაც პარალელებს ვავლევთ დღევანდელ ახალგაზრდობასა და  ზრდასრული თაობის  ქალებს შორის, ისინი უფრო განათლებულები და თავდაჯერებულები არიან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ დაიცვან საკუთარი თავი.

თუმცა, აშკარაა ის ფაქტიც, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ არ არის სათანადოდ ინფორმირებული, ჭარბობს სტერეოტიპული აზროვნებაც, ხოლო ძალადობა, მისი ყველა მახინჯი გამოვლინებებით, რჩება ტაბუდადებული თემად.

***
ბლოგი მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერითა და ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით.

ანაიტ ზალალიანი
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად