მწერალმა ჯოან როულინგმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღიარებს, რომ წარსულში ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გამხდარა.
როულინგის განცხადება არის პასუხი იმ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის, რომლებიც მწერალს ტრანსგენდერებისა და ტრანსსექსუალების მიმართ უპატივცემულობაში დასდეს ბრალი.
6 ივნისს, ლეგენდარული მწერალი, ჯოან როულინგი, სტატიას გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ "1.8 მილიარდ გოგოს, ქალს და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა"
როულინგმა ტვიტერზე სტატია კი ამ კომენტარით გამოაქვეყნა: "ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ - დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?"
ამის გამო ის ბევრმა ტრანსფობიაში დაადანაშაულა, რადგან მენსტრუაცია ტრანსგენდერების, არაბინარული იდენტობის მქონე პირებისა და გენდერულად არაკონფორმული ადამიანებისთვისაცაა დამახასიათებელი.
თავის განცხადებაში როულინგი დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ სწავლობდა ტრანსგენდერიზმს. ის აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელსი უამრავი მუქარის შემცველი კომენტარები მიიღო, თუმცა თვლის, რომ აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ თემებზე.
მწერალმა დაწერა, რომ თინეიჯერულ ასაკში მას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ჰქონდა. ამის გამო დღეს მას ინტერნეტში მხადრაჭერთა ჯგუფი ეყოლებოდა და ალბათ ის იპოვიდა ძალას სქესის შეცვლისთვის.
მწერალმა ასევე აღნიშნა, რომ 20 წლის ასაკში მასზე სექსუალურად იძალადეს. „ჰარი პოტერის“ ავტორის თქმით, მოძალადემ თავისი სოციალური მდგომარეობით და ქალის დაუცველობით ისარგებლა. ამასთან, როულინგმა მოძალადის ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
”ნაიარევი, რომელიც ამის შემდეგ დარჩა, არასდროს გაქრება, როგორც არ უნდა უყვარდე, ან რამდენი ფული არ უნდა ჰქონდეს”, - წერს როულინგი.
როულინგი აცხდებს, რომ სამყარო დღეს გადის „ერთ – ერთი ყველაზე საშინელი მიზოგენურ პერიოდს“, ხოლო ქალებს დღეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, დაცვა სჭირდებათ.
The idea that women like me, who’ve been empathetic to trans people for decades, feeling kinship because they’re vulnerable in the same way as women - ie, to male violence - ‘hate’ trans people because they think sex is real and has lived consequences - is a nonsense.
— J.K. Rowling (@jk_rowling) June 6, 2020
როულინგის პოსტს ჰარი პოტერის მსახიობები დენიელ რედკლიფი და ემა უოტსონი გამოეხმაურნენ.
"ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან", - დაწერა რედკლიფმა ესეში, რომელიც მან LGBTQ თემის წევრების მხარდასაჭერ პლატფორმაზე გამოაქვეყნა.
"ტრანსგენდერი ადამიანები ისინი არიან ვინც არიან. სხვებმა არ უნდა ასწავლონ ცხოვრება. მინდა რომ ჩემმა ტრანსგენდერმა გამომწერებმა იცოდეთ, რომ მე და მრავალ ადამიანს უყვარხართ და პატივს გცემენ."- დაწერა უოტსონმა.