საინტერესო
მუშაობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს Glovo და RC Cola ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
2020-06-05 15:24:22

მუშაობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს Glovo და RC Cola ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. ყველა მსურველს შეუძლია შეუერთდეს ფეისბუქის ჯგუფს "გახდი არსი გლოვერი" და ამ ზაფხულს საქართველოს 5 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, Glovo-ს პარტნიორ კურიერად დაიწყოს მუშაობა.

არ არის საჭირო მსურველი სკუტერის ან ავტომობილის მფლობელი იყოს - არსი კოლისა და გლოვოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში "გახდი არსი გლოვერი", არსი კოლა შერჩეულ კანდიდატებს ველოსიპედებს სრულიად უსაყიდლოდ გადასცემს. პროექტი კანდიდატებს სთავაზობს კონკურენტულ შემოსავალს, მოქნილ გრაფიკსა და რეალური მანძილის ანაზღაურებას.

პროგრამა გათვლილია საზაფხულო პერიოდზე და 18 დან 24 წლამდე ახალგაზრდებზე. საზაფხულო სამუშაოთი დაინტერესებულ პირები უნდა შემოუერთდნენ ჯგუფს „გახდი არსი გლოვერი“ და ავტვირთონ 1 წუთამდე ვიდეო ჰეშთეგით, #გლოვერობისRC. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

;

Glovo მსოფლიოს მასშტაბით 22-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. შერჩეულ კანდიდატებს პროექტის ფარგლებში ტრენინგებიც ჩაუტარდებათ. პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

იყო სრულწლოვანი და გქონდეს სურვილი იმუშავო.

პროექტში მონაწილეობისთვის:

  • პირველ რიგში, უნდა დაემატო სპეციალურ Facebook ჯგუფში;
  • უნდა გადაიღო ვიდეო და მოყვე, თუ რატომ გინდა პარტნიორ კურიერად მუშაობის დაწყება და ატვირთო ვიდეო Facebook ჯგუფში.

ვიდეოების მიღების დასრულების შემდეგ, RC კოლსა და Glovo-ს წარმომადგენლები შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან. რეგისტრაციის დასრულების ბოლო ვადაა 20 ივნისი.

ბოლო ამბები
თერჯოლაში ვასილ ვერულაშვილის სახელობის სამშობიარო სახლი გაიხსნა

თერჯოლაში, იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის ,,იმერმედი“-ს ბაზაზე ვასილ ვერულაშვილის სახელობის მეორე დონის სამშობიარო სახლი გაიხსნა

სრულად 
პირველად გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გენდერული თანასწორობის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

სტრატეგიის დოკუმენტი მთავრობას ოჯახის, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ფრანცისკა გიფაიმ წარუდგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება-150-მდე ცნობილი ადამიანი ღია წერილს აქვეყნებენ

ჯოან როულინგი, გლორია სტაინემი, სალმან რუშდი, მარგარეტ ეტვუდი სხვა 150-მდე ავტორთან, აკადემიკოსთან თუ აქტივისტთან ერთად ღია წერილს აქვეყნებენ, სადაც "საკუთარი აზრის დაფიქსირების შეზღუდვის" თანამედროვე ტენდენციებს აკრიტიკებენ

სრულად 
ზუგდიდში ქუჩებს მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახელო ქუჩებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების - მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვა

სრულად 
საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებს

2X Challenge ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად

სრულად