მოვლენები
NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაეხმარონ სომხეთს COVID-19-ის კრიზისის დაძლევაში
2020-06-05 14:40:34

10 საზოგადოებრივი ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს სომხეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული საგანგაშო ვითარების გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაეხმაროს მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს. ჩვენი რწმენით, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი დაძლევადი მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში შეიძლება გახდეს და მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი რესურსების ფარგლებში, სოლიდარობის ამგვარი პოზიტიური პრაქტიკა შექმნას“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

მასში ნათქვამია, რომ სამედიცინო რესურსებსა და მარაგებზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, მათ აფიქრებინებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სომხეთისთვის ხელშესახები დახმარების გაწევა შეუძლია. განცხადების თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი და მნიშვნელოვანია, საქართველომ, თავისი რესურსების ფარგლებში, სოლიდარობის ამგვარი პოზიტიური პრაქტიკა შექმნას.

ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოხატავენ მზადყოფნას, თავიანთი მანდატისა და რესურსების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინონ კოლეგებს.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში (OSGF)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • კავშირი საფარი
  • პლატფორმა სალამი (Salam)

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 11 817, გარდაცვლილია 183.

4 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა შევიდა ვითარებაში, როდესაც არ შეუძლიათ იმ პაციენტთა ნაწილის ჰოსპიტალიზება, რომელთაც სტაციონალური მკურნალობა სჭირდებათ.


 

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად