მოვლენები
კონკურსი ტრენერთა ტრენინგისთვის მონაწილეების შერჩევაზე
2020-06-03 16:26:00

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს აპლიკაციების მიღებას ტრენერთა ტრენინგისთვის მონაწილეების შესარჩევად სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე.

ტრენინგი ჩატარდება 4-9 აგვისტოს და მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები და მომუშავე ადგილობრივი ექსპერტების გადამზადებას სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ისევე, როგორც მასთან მომიჯნავე თემებზე.

პროექტი "ახალი პერსპექტივები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების წამოსაწევად საქართველოში" დაფინანსებულია სექსუალური განათლების შვედური ასოციაცის (RFSU) მიერ. იგი მიზნად ისახავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანრთელობისა და უფლებების ადვოკატირებას ადგილობრივ და ეროვნულ დღის წესრიგებში, ძლიერი, ინტერსექციული, ადგილობრივ დონეზე მომუშავე (grassroots) ჯგუფების ჩართულობითა და სხვადასხვა სექტორებს შორის პოლიტიკის დონეზე თანამშრომლობის გზით.

პროექტი ხორციელდება არაფორმალურ ჯგუფთან “SRHR ადვოკატები” თანამშრომლობით.

ტრენინგი განკუთვნილია რეგიონში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის,  ასევე  ადგილობრივ დონეზე მომუშავე (grassroots) ჯგუფებისთვის და აქტივისტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ტრენერობის გარკვეული გამოცდილება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ან მომიჯნავე თემების განხრით.

ტრენინგის მიზანია მონაწილეების  ცოდნისა და უნარების ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ურთიერთკავშირზე ქალთა გაძლიერების საკითხებთან.

ტრენინგი მოიცავს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გენდერი და სქესი, სექსუალობა და თვითგამოხატვა, სექსი და სიამოვნება, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მნიშვნელობა და საჭიროება, ქალთა გაძლიერება-ინფორმიერებული არჩევანი, თანხმობა, ზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება, სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისპრევენციის, ორსულობის დაგეგმვის, ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით, საზიანო პრაქტიკები, რომლებიციც  გავლენას ახდენენ ქალის სასიცოცხლო ციკლსა და ჯანმრთელობაზე, ასევე მათი თავიდან არიდების ან მომხდარის შემსუბუქების შესაძლებლობები. Ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების განხორციელების ძირითად საფუძვლებს. Ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საჭიროებებს, მათ შორის ქალთა იმ ჯგუფის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებებს, რომლებიც დისკრიმინაციის მრავლობით ფორმას განიცდიან.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან იმუშაონ და მათ შეძენილი ცოდნა გაუზიარონ.

ტრენინგში მონაწილეობისთვის შერჩეული ადამიანები ხელს მოაწერენ სპეციალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი თანახმა არიან, ტრენინგის გავლის შემდეგაც, აღნიშნული პროექტის განმავლობაში, აქტიურად ითანამშრომლონ ქალთა ფონდთან საქართველოში და SRHR ადვოკატების არაფრმალურ ჯგუფთან და საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ჩაატარონ ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.

შეხვედრის თარიღებია: 4-9 აგვისტო, 2020
შეხვედრის ადგილი ზუსტდება (თბილისის გარეთ)*
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2020

* გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ არ მოგვეცემა ფიზიკური შეხვედრის შესაძლებლობა, ტრენინგი ჩატარდება ონლაინ პლატფორმების გამოყენებით.

ტრენინგს გაუძღვებიან ადგილობრივი ექსპერტები სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებში, არაფორმალური ჯგუფის "SRHR ადვოკატები" წევრები. 

ყურადღება! ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკაციის შევსების გარდა, აუცილებელია, გამოგზავნოთ ქართული ან ინგლისური CV შემდეგ მისამართზე: info@womenfundgeorgia.org და სათაურში მიუთითოთ - "CV - ტრენერთა ტრენინგი - სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები"

დამატებითი კითხვების შემთხვევაში: info@womenfundgeorgia.org
 

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად