ინდონეზიაში "ღირსების მკვლელობა" მოხდა. ძმებმა 16 წლის და მაჩეთით და ჯოხით აჩეხეს. განზრახ მკვლელობის გამო მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
ეს ის იშვიათი შემთხვეაა ქვეყანაში, როცა საზოგადოება მომხდართან დაკავშირებით მოუწიდებს მთავრობას მიიღოს რეალური ზომები ქალების და გოგონების დასაცავად.
როსმინი ბინტი დარვისი კუნძულ სულავესზე მისმა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც მან აღიარა, რომ ნათესავთან ჰქონდა ურთიერთობა. გოგონას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მისმა 30 და 20 წლის ძმებმა მიაყენეს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ გოგონას სხეული რამდენიმე ნაწილად იყო დანაწევრებული.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით წლის განმავლობაში ღირსების მკვლელობის დაახლოებით 5000 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ეს რიცხვი სრულ სტატისტიკას არ წარმოადგენს.
მსგავსი მკვლელობები ძირითადად შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში ხდება, თუმცა, მათ შორის, ასევე, მიგრანტთა თემებში მაგალითად, ავსტრალიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ღირსების მკვლელობები განსაკუთრებული სისასტიკითაა ხოლმე ჩადენილი.