გენდერული სიახლეები
კორა ვაისი: თუ ქალები არ არიან გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, ჩვენ მშვიდობა არ გვექნება 
2020-05-29 12:03:48

 

29 მაისს გაეროს ეგიდით აღინიშნება მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღე. ეს დღე ეძღვნება ყველა იმ ქალს და კაცს, რომელიც გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში როგორც სამხედრო, პოლიციელი ან სამოქალაქო პირი მონაწილეობს. 

2020 წელს მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღის თემაა: "ქალები მშვიდობისმშენებლობაში - მშიდობის გასაღები" ( “Women in Peacekeeping – A Key to Peace”) და ეძღვნება ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის მიღების 20 წლის იუბილეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით რეზოლუცია 1325-ის ტექსტის თანაავტორმა, საერთაშორისო მშვიდობის ბიუროსა და ჰააგის მშვიდობის მიმართვის პრეზიდენტმა, GNWP-ს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრმა, კორა ვაისმა მიმართვა გაავრცელა და საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს მიმართა:

ძვირფასო მეგობრებო,

ჩემთვის დიდი პატივია , რომ თქვენთან ჩემი იდეებისა და მოსაზრების გაზიარება შემიძლია.
ზოგადად მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მასწავლებლები მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ.  თქვენ გადასცემთ ინფორმაციას,მასწავლებლები კი უზრუნველყოფენ განათლებას. მსოფლიოში ყველა თქვენზეა დამოკიდებული.

როგორც ალბათ გსმენიათ, ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეა. იმედი მაქვს, რომ  ეს სულ გეხსომებათ. ეძებეთ და შეინარჩუნეთ სიმართლე.

მე მივესალმები თქვენს ჩართულობას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების განხორციელების პროცესში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც გაერომ 75 წლის განმავლობაში მიიღო. გაეროს ქარტიის 25-ე მუხლის თანახმად, ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ შეასრულოს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებები. ეს ხდის რეზოლუცია 1325-ს საერთაშორისო სამართლის ნაწილად..

რეზოლუცია მოგვიწოდებს რომ ქალები უნდა იყვნენ ჩართული მმართველობის ყველა დონეზე და სამშვიდობო პროცესში. ისტორიის უმეტესი პერიოდის განმავლობაში არსებობდა იდეა რომ ქალის როლი სახლში ყოფნასა და დედობაშია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს გონება დააფასეს. ეს არის ერთ – ერთი ყველაზე  ფართოდ ცნობილი რეზოლუცია ათასობით რეზოლუციას შორის. ქალ მშვიდობისმყოფელთა  გლობალური ქსელის დამსახურებით, რეზოლუციის დღე აღინიშნება ყოველ ოქტომბერს და გამოიყენება არა მხოლოდ ქალების გადასამზადებლად. ამ პარასკევს მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღეა, რომელშიც ქალი მშვიდობისმყოფელებიც შედიან და 1325 სიღრმისეული ცოდნა და გაგება  მნიშვნელოვანია ამ დღის აღსანიშნად.

რეზოლუცია ასევე მოგვიწოდებს ძალადობრივი კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ. ძალადობრივი კონფლიქტის პრევენცია გაეროს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, რასაც  ქარტიაში არსებული ფრაზა"მომავალი თაობების გადარჩენას ომის უბედურებისგან" გვიჩვენებს.

ომი, კლიმატის ცვლილება და ბირთვული იარაღი ჩვენი მომავლის ყველაზე დიდი საფრთხეებია.  თუ ამ მიმართულებებს არ მოვაგვარებთ, ისინი გაანადგურებენ ცხოვრებას დედამიწაზე და, ალბათ, თვით დედამიწასაც. თუ ქალები არ არიან გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, ჩვენ მშვიდობა არ გვექნება. გენდერული თანასწორობის პირობებში ჩვენ გვაქვს მშვიდობის უკეთესი შანსი. ყველანაირი თანასწორობის პირობებში, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა ახალი დემოკრატიული, თავისუფალი და მშვიდობიანი სამყაროს ქონის.  სწორედ ამას გისურვებთ, ყველა თქვენგანს, თქვენს ოჯახებსა და მეგობრებს.

ყოველ დღე გაეროს ნიუ-იორკის ოფისისკენ მიმავალი ადამიანი ჩაუვლის ხოლმე წმინდა გიორგისა და დრაკონის არაჩვეულებრივ სკულპტურას, რომელიც ქართველი ხელოვანის ზურაბ წერეთლის ნამუშევარია და რომელსაც იგი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას უწოდებს. ეს სკულპტურა ეძღვნება მშვიდობას და განიარაღებას. წმინდა გიორგი კლავს ამერიკულ და რუსულ ხომალდებს.

მინდა ყველას გისურვოთ წარმატება. გახსოვდეთ, თუ გადაწყვეტილების მიღების მაგიდაზე ქალი არ არის, გადაწყვეტილება ვერ იქნება მდგრადი და კანონიერი.

საუკეთესო სურვილებით,
კორა

ბოლო ამბები
შიში

ამბავი, რომლის მოყოლაც მინდა - შიშზეა, ჩემს შიშზე. მაგრამ მიზეზი, რის გამოც ამ ამბავს გიზიარებთ, სხვისი შიშის, მსხვერპლის შიშის დანახვის, განცდის და გააზრების სურვილი და მცდელობაა

სრულად 
სასამართლომ ანა არგანაშვილის მოთხოვნა კარანტინიდან იზოლაციაში გადასვლაზე დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველი ანა არგანაშვილის მოთხოვნა კარანტინიდან თვითიზოლაციაში შვილის გადაყვანაზე დააკმაყოფილა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
კორონავირუსის რისკების შემცირების მიზნით, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება

საქართველოს მასშტაბით ორსულ ქალებს ეძლევათ უფასო ვირტუალურ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა; წამყვანი გინეკოლოგებისაგან ისინი მიიღებენ პასუხებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე

სრულად 
გერმანიაში კაბის ქვეშ ფარული ფოტოგადაღება დასჯადი ხდება

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ქალის ქვედაბოლოს ქვეშ ჩუმად გადაღება სისხლის სამათლის დანაშაული ხდება და ჯარიმით ან ორწლიანი პატიმრობით დაისჯება

სრულად 
პარლამენტმა ქალთა კვოტირება მესამე მოსმენით მიიღო 

94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო

სრულად