მოვლენები
UNICEF: მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა შესაძლოა 670 მილიონი შეადგინოს
2020-05-28 14:04:45

ეკონომიკურმა ზიანმა, რომელიც კოვიდ პანდემიამ გამოიწვია, შესაძლოა 2020 წლის ბოლოსთვის, დამატებით 86 მილიონი ბავშვის სიღატაკე გამოიწვიოს. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და „გადავარჩინოთ ბავშვების“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამ მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შესაძლოა, 15%-ით გაიზრდოს და 670 მილიონი შეადგენოს, -აცხადებენ ორგანიზაციებში.

„ისეთ მასშტაბური და ღრმა ფინანსური სირთულეებია, რომ ყველა ის ძალისხმევა რომელიც ბოლო წლებში გატარდა ბავშვთა სიღატაკის შემცირების კუთხით, შესაძლოა წაიშალოს და ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისების მიღმა დარჩნენ“,-აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორე.

ამასთან, ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობებს, სასწრაფოდ გაზარდონ სოციალური უსაფრთხოების სისტემები და სკოლებში კვების ლიმიტი, რათა ბავშვებმა სასწავლო დაწესებულებებში შეძლონ კვება.

ბოლო ამბები
სასამართლომ გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პროკურატურის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ დაცვის თანამშრომელს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

სრულად 
შიში

ამბავი, რომლის მოყოლაც მინდა - შიშზეა, ჩემს შიშზე. მაგრამ მიზეზი, რის გამოც ამ ამბავს გიზიარებთ, სხვისი შიშის, მსხვერპლის შიშის დანახვის, განცდის და გააზრების სურვილი და მცდელობაა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სასამართლომ ანა არგანაშვილის მოთხოვნა კარანტინიდან იზოლაციაში გადასვლაზე დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველი ანა არგანაშვილის მოთხოვნა კარანტინიდან თვითიზოლაციაში შვილის გადაყვანაზე დააკმაყოფილა

სრულად 
პარიზის მერი ან იდალგო ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს

წინასწარი შედეგების თანახმად, „სოციალისტური“ პარტიის წევრი ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს

სრულად 
მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი იქცა შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ურჩევს, უფრო აქტიურად გამოიძიოს და დასაჯოს ადამიანებით მოვაჭრეები, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს განსაკუთრებით, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის ქართველ და უცხოელ მსხვერპლთა გამოსავლენად

სრულად