გენდერული სიახლეები
მედია და გენდერული თანასწორობა კონფლიქტის დროს და სამშვიდობო პროცესებში
2020-05-28 10:59:53

2020 წლის 27 მაისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში მეორე ონლაინ სატრენინგო სესია გაიმართა ჟურნალისტებისთვის.

ონლაინ ვებინარში მონაწილეობა ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სატრენინგო მოდული ჯამში 4 ვებინარისგან შედგება და მიზნად ისახავს:

  • ჟურნალისტების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას გენდერული თანასწორობის საბაზისო კონცეფციებზე, ქალთა განსხვავებულ საჭიროებებზე კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების პერიოდში,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ და მათი განხორციელების პროგრესზე საქართველოში.
  • ჟურნალისტთა გაცნობიერებული ჩართულობისა და როლის  გაზრდას საქართველოში ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების განხორციელების პროცესში.
  • თაობათა დიალოგის ხელშეწყობას და Covid-19 პანდემიის, კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების პერიოდში გენდერულად სენსიტიური მედია პროდუქტის შექმნისა და ქალთა განსხვავებული საჭიროებების გაშუქების მნიშვნელობას.

ონლაინ ვებინარი ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ და პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა გახსნეს და ქალების ჩართულობის როლზე მოლაპარაკებების და სამშვიდობო პროცესებში გაამახვილეს ყურადღება. ასევე მინისტრის მრჩეველმა ისაუბრა  სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა თუ გამოწვევებზე.

ტრენიგნში მონაწილეობა მშვიდობის აქტივისტს, GNWP-ს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრს და რეზოლუცია 1325-ის ტექსტის თანაავტორს, კორა ვაისსაც უნდა მიეღო, რომელიც ნობელის პრემიაზე 4-ჯერ იყო წარდგენილი. მონაწილეობა ვერ მოახერხა, თუმცა მთავარი მესიჯები მონაწილეებს წერილობით გაუზიარა.

„ მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მასწავლებლები მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ.  თქვენ გადასცემთ ინფორმაციას,მასწავლებლები კი უზრუნველყოფენ განათლებას. მსოფლიოში ყველა თქვენზეა დამოკიდებული. როგორც ალბათ გსმენიათ, ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეა. იმედი მაქვს, რომ  ეს სულ გეხსომებათ. ეძებეთ და შეინარჩუნეთ სიმართლე...
რეზოლუცია 1325 არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც გაერომ 75 წლის განმავლობაში მიიღო.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალების გონება და გული დააფასეს“ - ამ სიტყვებით დაიწყო მისი მიმართვა.

ტრენინგის მეორე სესია ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებას და მედიის როლს მის განხორციელებაში დაეთმო. გაიმართა დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა: 

  • რამდენად რელევანტურია WPS საქართველოსთვის; 
  • რა არის ჟურნალისტის როლი მისი პოპულარიზაციის კუთხით;
  • როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია WPS-ზე მოსახლეობას, რომ მის მნიშვნელობაში დავარწმუნოთ.
ბოლო ამბები
თერჯოლაში ვასილ ვერულაშვილის სახელობის სამშობიარო სახლი გაიხსნა

თერჯოლაში, იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის ,,იმერმედი“-ს ბაზაზე ვასილ ვერულაშვილის სახელობის მეორე დონის სამშობიარო სახლი გაიხსნა

სრულად 
პირველად გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გენდერული თანასწორობის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

სტრატეგიის დოკუმენტი მთავრობას ოჯახის, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ფრანცისკა გიფაიმ წარუდგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პირველად გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გენდერული თანასწორობის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

სტრატეგიის დოკუმენტი მთავრობას ოჯახის, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ფრანცისკა გიფაიმ წარუდგინა

სრულად 
კორონავირუსის რისკების შემცირების მიზნით, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება

საქართველოს მასშტაბით ორსულ ქალებს ეძლევათ უფასო ვირტუალურ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა; წამყვანი გინეკოლოგებისაგან ისინი მიიღებენ პასუხებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე

სრულად 
გერმანიაში კაბის ქვეშ ფარული ფოტოგადაღება დასჯადი ხდება

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ქალის ქვედაბოლოს ქვეშ ჩუმად გადაღება სისხლის სამათლის დანაშაული ხდება და ჯარიმით ან ორწლიანი პატიმრობით დაისჯება

სრულად