გენდერული ძალადობა
ნინო ცაციაშვილი: იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით 3400-ზე მეტი ორდერი იქნა გამოცემული 
2020-05-27 09:47:14

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი-2″-ის გადაცემა „ღამის კურიერში“, პირდაპირი ჩართვისას, ოჯახში ძალადობის თემაზე ვრცელი განმარტებები გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა შემაკავებელი ორდერების, ასევე, ოჯახში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პრობლემატიკაზე.

„შემაკავებელი ორდერი სახელმწიფოს ხელში არის ძალიან მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმი, რათა ოპერატიულად მოხდეს მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვა. იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით დროის მონაკვეთში 3400-ზე მეტი ორდერი იქნა გამოცემული პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, ის დანიშნულება და ოპერატიული მოქმედების მექანიზმი, რაც გააჩნია შემაკავებელ ორდერს, ძალიან კარგად მუშაობს პრაქტიკაში და პრაქტიკული გამოყენება აქვს, ხოლო მოგეხსენებათ, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვის ვადით, თუმცა, როდესაც საფრთხე განგრძობადია, უკვე მსხვერპლს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს სასამართლოს, სადაც უკვე დამცავი ორდერის გამოცემის საკითხზე შეიძლება, იმსჯელონ. როგორც შემაკავებელი ორდერების გამოცემის სტატისტიკა, ასევე, ოჯახში ძალადობის და ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. აქ პოზიტიური ელემენტებიც შეგვიძლია დავინახოთ, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად, წლიდან წლამდე, გარკვეული სტერეოტიპები, რაც აქვს საზოგადოებას, ანუ ცნობიერება მატულობს და ზოგადად, აღქმა იმისა, რაც შეიძლება მოიაზრებოდეს ოჯახში ძალადობად. თუ, პირობითად, 3-4 წლის წინ საზოგადოებაში ნაკლები იყო ამაზე ინფორმაცია, ყოველ წელს უფრო მეტი და მეტი მოგვმართავს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით: ძალიან მნიშვნელოვანია აქ ორი მიმართულების გამოყოფა, ერთი და უმნიშვნელოვანესი – პრევენცია და პრევენციის მიმართულებით, რა თქმა,უნდა, მხოლოდ ერთი უწყების მუშაობა არ არის საკმარისი. პრევენციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა უწყებებს შორის. მეორე მიმართულება – ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულების შემთხვევაში”, – აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში იმ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ოჯახში ძალადობის გამოძიების პროცესში იჩენს თავს.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვაქვს, ზოგადად, გამოძიების პროცესში, გახლავთ ერთი მხრივ – საზოგადოების ცნობიერება და მომართვიანობის პრობლემა, იმიტომ, რომ ძირითადად, მსხვერპლი და მისი ახლო გარემოცვა მოგვმართავს ხოლმე ძალადობასთან დაკავშირებით. არის, როდესაც დგინდება ხოლმე ისეთი რეალობა, როდესაც მათ გარშემო არსებულ საზოგადოებას – მათ შორის მეზობლებს, მეგობრებს, ჰქონდათ ინფორმაცია ძალადობასთან დაკავშირებით და მეორე საკითხი – როდესაც გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სასამართლო განხილვის ეტაპებზეც ხდება მსხვერპლის მხრიდან ჩვენების შეცვლა ან ჩვენების მიცემაზე უარი, რაც, სამწუხაროდ, გვაძლევს ხოლმე იმის მოცემულობას, რომ დგება საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ ძირითადი გამოწვევა ახლა, რაც სამართალდამცავი უწყების წინაშე დგას, გახლავთ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა – თქვენც, ჩვენც, გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ზოგადად აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიმართულებით“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე, ისაუბრა პანდემიის პირობებში გაზრდილ, ოჯახში ჩადენილ დანაშაულის ფაქტებზეც.

„პანდემიამ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში ჩაგვაყენა, არამარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც მრავალ ხაზზე უწევდა ერთდროულად ბრძოლა, არამედ სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებიც. შესაბამისად, ძირითადი გამოწვევა ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით იყო მომართვიანობის შენარჩუნება.

ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ რეალურად ეს მომართვიანობა შენარჩუნებულიყო.

კერძოდ, აპრილის მეორე ნახევარში შეტყობინებები დავუგზავნეთ მოსახლეობას ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე, სადაც ძალიან დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ძალადობა, რა სახის ძალადობა არსებობს, როგორ შეიძლება ჩვენთვის მომართვა“, – აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.

ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, აპრილის მეორე ნახევარში 112-ის ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

ნინო ცაციაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში ელექტრონული სამაჯურების შესახებ კანონის და საკანონმდებლო პაკეტის განხილვები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარდგენილი აქვს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე კანონპროექტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, შემაკავებელი ორდერის გამოცემის პარალელურად, ისეთი ღონისძიება, როგორიც არის მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა, ამ დროს მოძალადეზე მოხდეს ელექტრონული ზედამხედველობა. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, როდესაც იარსებებს ძალადობის გამეორების რეალური საფრთხე და არა ყველა შემთხვევაში, როდესაც ხდება შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ეს კანონპროექტი პარლამენტში იხილება ამ ეტაპზე. მოგეხსენებათ, კოვიდ-19-დან გამომდინარე, მხოლოდ საგანგებო ფორმატში ხდებოდა საპარლამენტო სესიები და კომიტეტების მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნული კანონისა და საკანონმდებლო პაკეტის განხილვები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად