საქართველოში შსს-ში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა 13 % გაიზადრა.
ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის აპრილის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი მეუღლეებს შორის და მამების მხრიდან შვილების მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა.
თუმცა, როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, იანვრის დასაწყისიდან შეინიშნება ყოფილ მეუღლეებს შორის ძალადობის ფაქტების შემცირება, ხოლო აპრილში ამ მაჩვენებელმა მინიმუმს მიაღწია.
შინაგან საქმეთა სამინიტროს სტატისტიკით, 2020 წლის მარტში ოჯახში ძალადობის გამო 930-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
თებერვალთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია — თებერვალში მოძალადეებზე 840-მდე ორდერი გააფორმეს.რაც შეეხება იანვარს, სულ 947 შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული.
კორონავირუსის გამო იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ბევრი ქალი მოძალადე პარტნიორის ხაფანგში აღმოჩნდა, რამაც ოჯახში ძალადობის შემთხვევების საგანგაშო ზრდა გამოიწვია.
ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აცხადებენ, რომ იმ ქალთა მიმართვიანობამ, რომლებიც პარტნიორების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 60%-ით იმატა.