2020 წლის 20 მაისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში 1-ლი ონლაინ სატრენინგო სესია გაიმართა ჟურნალისტებისთვის.
ონლაინ ვებინარში მონაწილეობა ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სატრენინგო მოდული ჯამში 4 ვებინარისგან შედგება და მიზნად ისახავს:
- ჟურნალისტების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას გენდერული თანასწორობის საბაზისო კონცეფციებზე, ქალთა განსხვავებულ საჭიროებებზე კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების პერიოდში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ და მათი განხორციელების პროგრესზე საქართველოში.
- ჟურნალისტთა გაცნობიერებული ჩართულობისა და როლის გაზრდას საქართველოში ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების განხორციელების პროცესში.
- თაობათა დიალოგის ხელშეწყობას და Covid-19 პანდემიის, კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების პერიოდში გენდერულად სენსიტიური მედია პროდუქტის შექმნისა და ქალთა განსხვავებული საჭიროებების გაშუქების მნიშვნელობას.
ონლაინ ვებინარი ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ და GNWP-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მავიკ კაბრერა ბელლეზამ გახსნეს და მედიის როლზე ისაუბრეს, როგორც კარგი მმართველობისთვისა და საზოგადო აზრის ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე.
GNWP-ის ხელმძღვანელმა, ყურადღება ასევე „ნეიტრალურ“ მედია პროდუქტზე შეაჩერა და მონაწილეებს აუხსნა რომ მედია ყოველთვის უნდა იყოს ფაქტობრივი და არა ნეიტრალური.