ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, ახლა უკვე ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, სლოგანით: ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!
კამპანიის მიზანია ქალთა უფლებებისა და სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით 112 მობილური აპლიკაციის დაინსტალირების ხელშეწყობა, რომელსაც აქვს SOS (ჩუმი განგაშის)ღილაკი და ოპერატორთან ჩატის ფუნქციები.
პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსურ მხარდაჭერითა და ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით.