პოლიციამ დის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დაკავებულმა მამაკაცმა დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დუშეთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა კაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.