1975 წელს დაბადებული რ.დ. პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის გამო დააკავა. შემთხვევა ბათუმში მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს - 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა.
პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება 3 წლამდე პატიმრობით.