გენდერული ძალადობა
The Body Shop Georgia გლობალურ კამპანიას #IsolatedNotAlone უერთდება
2020-05-15 16:12:58

კორონავირუსით გამოწვეული იზოლაციის გამო, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა გლობალურად იმატა. მსოფლიოს მასშტაბით ყოველი 3 ქალიდან 1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. 

Covid-19-ის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სახლში დარჩენა ბევრისთვის მოძალადესთან ერთად ყოფნას ნიშნავს. 
ამასთან დაკავშირებით, კომპანია The Body Shop - მა და საერთაშორისო ორგანიზაცია NO MORE-მა წამოიწყეს გლობალური კამპანია „Isolated Not Alone“ (იზოლაციაში არ ხარ მარტო). 

გლობალური კამპანიის მიზანს წარმოადგენს თვითიზოლაციის პერიოდში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა. 

საქართველოში კამპანიას The Body Shop Georgia და UNFPA საქართველოს ოფისი შეუერთდა. ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA საქართველოს ოფისსა და "ბოდი შოპს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში UNFPA საქართველოს ოფისი და "ბოდი შოპი" მჭიდროდ ითანამშრომლებენ გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის, სქესობრივი და რეპოდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის, მოზარდი გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების გაძლიერების მიმართულებით. 

კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ბოდიშოპის მიერ გაყიდული ყველა პროდუქციიდან 2% გადაირიცხება „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავშესაფარში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების დასახმარებლად. 

„მთელი მსოფლიო ძალიან რთულ პერიოდს გადის. სამწუხაროდ, ამის შედეგი არის ოჯახში ძალადობის შემთხვევათა დრამატული ზრდა. ბოდი შოპს გააჩნია გლობალური შესაძლებლობები და ზეგავლენა, რომელიც გვინდა გამოვიყენოთ ქალების დასაცავად. როგორც კომპანია Natura &Co ოჯახის ნაწილი, ჩვენ შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ 200 მილიონ მომხმარებელს 70 ზე მეტ ქვეყანაში, რათა ხელი შევუწყოთ პრობლემის გადაწყვეტას “- განაცხადა ბოდი შოპის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ბოიტონმა.

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად