მოვლენები
ჯანდაცვის სამინისტრო: ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით მოხდა
2020-05-14 16:06:15

ახალშობილის ოჯახისგან განცალკევების ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვი, რომელიც ოჯახს ჩამოართვეს, ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალური მუშაკების შეფასებით, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე.

“სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა სამედიცინო დაწესებულებასა და სააგენტოს შორის, შეფასებული იქნა რისკები და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მოხდა ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა. ოჯახი ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში. შეფასება განხორციელდა საქმეში ჩართული სოციალური მუშაკების მხრიდან, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ახალშობილის მშობლებს. ოჯახი ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაში და სააგენტო გაძლიერებულ მონიტორინგს აწარმოებს ოჯახში დარჩენილი ორი არასრულწლოვანის მდგომარეობაზე. ახალშობილი ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის უკიდურესი ზომა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მნიშვნელოვანი რისკის შემცველი გარემოებები უდევს, თუმცა ვინაიდან საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს საქმეში არსებული დეტალები”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო. როგორც ადგილზე მისულმა ახალშობილის დედამ განაცხადა, მისი შვილი დღენაკლული დაიბადა და აღნიშნულ საავადმყოფოში 3 თვე უნდა დარჩენილიყო. მისივე თქმით, როდესაც ახალშობილის წამოსაყვანად მივიდა, სოციალურმა მუშაკმა უთხრა, რომ შვილი ჩამოართვეს.

ბოლო ამბები
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი მედდების რიცხვი 100-დან 600-დე გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით 600-ზე მეტი მედდა გარდაიცვალა და 230 000-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედდების საერთაშორისო საბჭო (ICN) ავრცელებს

სრულად 
ისტორიაში პირველად, აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონის მერად აფროამერიკელი ქალი აირჩიეს

ელა ჯონსმა, რომელიც ამავდროულად ეკლესიის პასტორიცაა, ხმების 54% მიიღო

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
 დარჩი სახლში!იგრძენი თავი უსაფრთხოდ!დაიცავი თავი ძალადობისგან!
სრულად 
 საქართველოს ქალთა აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი მედდების რიცხვი 100-დან 600-დე გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით 600-ზე მეტი მედდა გარდაიცვალა და 230 000-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედდების საერთაშორისო საბჭო (ICN) ავრცელებს

სრულად 
კონკურსი ტრენერთა ტრენინგისთვის მონაწილეების შერჩევაზე

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს აპლიკაციების მიღებას ტრენერთა ტრენინგისთვის მონაწილეების შესარჩევად სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე

სრულად 
ევროკავშირი Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერი ახალი პროექტების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს

პროექტები, რომლებსაც განახორციელებენ ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, დაეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საქართველოს მასშტაბით

სრულად