საინტერესო
იტალიაში არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ
2020-05-14 15:36:16

იტალიაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს დროებით ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლებას მისცემენ.

საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი ან სახლში დამხმარეებად მუშაობენ.

„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგს და ბოლოს მივიღებთ დასაქმების შავ ბაზარს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

ამასთან, მიგრანტებისთვის „ჯანდაცვა ადეკვატურ დონეზე“ გარანტირებული იქნება.

ახალი კანონი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე ჩავიდნენ, უფლებას მისცემს, მოითხოვონ ქვეყანაში 6 თვით ლეგალურად ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, გარდაიქმნას მუშაობის უფლებად.

შესაბამისად, სოფლის მეურნოების სექტორში, ასევე სახლში დამხმარეებად და მომვლელებად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იტალიაში ლეგალურად იცხოვრებენ და იმუშავებენ.

იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალქეებმა უნდა შეძლონ, დაამტკიცონ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ან სახლში დამხმარედ მუშაობის გამოცდილება აქვთ.

შესაბამისი დოკუმენტების შევსება მათ პირველი ივნისიდან 15 ივლისამდე შეეძლებათ.

ბოლო ამბები
სვეტლანა ალექსიევიჩი ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართავს - წადი, ვიდრე ძალიან გვიან არ არის

ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართავს და მოუწოდებს „ლამაზად წავიდეს“

სრულად 
ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა

არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი იქნება აშშ-ის ისტორიაში არა მხოლოდ პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, არამედ აღნიშნულ პოსტზე პირველი ფერადკანიანი ქალი

სრულად 
 ღონისძიებები
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ანტონიო გუტიერიში: სკოლების დახურვის გამო მსოფლიო თაობის კატასტროფის წინაშე დგას

2020 წლის ივლისის შუა რიცხვების მდგომარეობით, სკოლები დაახლოებით 160 ქვეყანაში დაიხურა, რაც გავლენას ახდენს 1 მილიარდ მოსწავლეზე. ამავე დროს, მინიმუმ 40 მილიონ ბავშვს არ აქვს წვდომა მოსამზადებელ და დაწყებით განათლებაზე

სრულად 
NDI: გამოკითხულთა 76% ევროკავშირში გაწევრიანებას, ნატო-ში კი 69% უჭერს მხარს

18-დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ საქართველოს მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით

სრულად 
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ქეით ბლანშეტი იქნება

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ჟიურის წევრების სრული სია გამოაქვეყნეს

სრულად