ე.წ. სამხრეთ ოსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 15-ს მიაწღია. ამჟამად, კიდევ 37 ტესტის პასუხს ელოდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ekhokavkaza-ზა ავრცელებს.
“იუგოოსეტპოტრებნადზორის” ე.წ.ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა, რომ 7 მაისს ტესტირება 64 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 4-ის პასუხი იყო დადებითი.
კოჩიევას ინფორმაციითვე, კარანტინზე 244 ადამიანი იმყოფება, მათგან 160 რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, ასევე, 6 მძღოლი და 78 მოქალაქე, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნდა.
ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა 6 მაისს დადასტურდა.
ქართული მხარე არ ენდობა კორონავირუსის სტატისტიკას, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიებზე. აფხაზეთში, ოფიციალური ცნობითვე, კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი, 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.