გენდერული ძალადობა
საქართველოში თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება დასჯადი ქმედება გახდება
2020-05-07 18:53:01

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სექსუალურ ძალადობად ჩაითვლება აქტი თუ პარტნიორის გაცნობიერებული თანხმობა არ არსებობს. მათ შორის, ეს ეხება ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებას.
მაგალითად, თუ ქმარი მეუღლის თანხმობის გარეშე მასთან სქესობრივ კავშირს დაამაყრებს, ის შესაძლოა სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს.

აღნიშნული საკნანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება სტამბულის კონვენციას, რომლის რატიფიცირების შემდეგ, 2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების მიუხედავად, კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს კონვენციისა (მუხლი 36) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

ამ სტანდარტით სექსუალური ძალადობის დეფინიცია უნდა ეყრდნობოდეს მსხვერპლის თანხმობის არარსებობას, ან მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების ფართო სპექტრს, ხოლო სხვა სახის ძალადობა უნდა იყოს მისი დამამძიმებელი გარმოება.

საქართველოს დეპუტატის გუგული მაღრაძის განცხადებით, შესაძლოა ამ ინიციატივას, ვინმე სკეპტიკურად უყურებდეს, თუმცა კანონი უნდა იცავდეს ყველას თანაბრად, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც იძულებითი სქესობრივი კავშირის მსხვერპლია.

"შესაძლოა ეს ქართულ ტრადიციებში არ ჯდებოდეს, მაგრამ რაკი ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ ევროპული ოჯახის წევრეობაზე, კანონმდებლობაც, ცხადია, შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ. ძალადობა ძალადობაა, იქნება ეს რეგისტრირებული ქორწინებაში, თუ სხვა შემთხვევაში. სქესობრივი კავშირი უნდა იყოს ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ასეთი კანონი.

ვინმესთვის შეიძლება ეს უცნაური იყოს, მაგრამ კანონი ყოველთვის არ არის ისეთი, რომ ყველა ადამიანის მენტალობას ეგრევე მოერგოს.

ასეთი ტიპის კანონების მიღება ჩვენ მოგვიწევს, რათა ნელ-ნელა დავამკვიდროთ ცივილიზებული საზოგადოების ნორმები“ - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად საქართველოში: 

  • დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
  • დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია.
  • 67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

  

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად