დოკუმენტური ფილმი "ქალთა მოძრაობის ისტორია – განვლილი გზა" ასახავს საქართველოში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ქალთა მოძრაობისა და ფემინიზმის განვითარების ისტორიას, საარქივო მასალებზე დაყრდნობით.
ფილმში თავმოყრილია ინტერვიუები სხვადასხვა თაობის ქალ უფლებადამცველებთან/ფემინისტებთან იმის თაობაზე, თუ როგორ შეიქმნა და განვითარდა ქალთა მოძრაობა საქართველოში, რა ნაბიჯები გადაიდგა, რა ცვლილებების მოხდენა შეძლო და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო ამ კუთხით.
დოკუმენტური ფილმი ,,ქალთა მოძრაობის ისტორია – განვლილი გზა“ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ 2017 წელს შეიქმნა, ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით.