გენდერული სიახლეები
ვანში ფერმერმა ქალმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომლებს აჩუქა
2020-05-06 13:07:42

ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა. მისი კიტრის სასათბურე მეურნეობაში 4 ადგილობრივი ქალი მუშაობს.

UN Women Georgia-ს ინფორმაციით, COVID-19-მა ამ ქალების ოჯახების წევრები სამუშაოს გარეშე დატოვა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ახლა ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა.

"ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ", — ამბობს ქეთი თომეიშვილი.

ქეთი თომეიშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" ერთ-ერთი მონაწილეა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

ბოლო ამბები
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი მედდების რიცხვი 100-დან 600-დე გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით 600-ზე მეტი მედდა გარდაიცვალა და 230 000-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედდების საერთაშორისო საბჭო (ICN) ავრცელებს

სრულად 
ისტორიაში პირველად, აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონის მერად აფროამერიკელი ქალი აირჩიეს

ელა ჯონსმა, რომელიც ამავდროულად ეკლესიის პასტორიცაა, ხმების 54% მიიღო

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
 დარჩი სახლში!იგრძენი თავი უსაფრთხოდ!დაიცავი თავი ძალადობისგან!
სრულად 
 საქართველოს ქალთა აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
კვლევა: კარანტინის დროს ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების დიდი ნაწილის თავისთავზე აღება დედებს უწევდათ

მკვლევარების განცხადებით, კარანტინის რეჟიმში, ქალებსა და კაცებს შორის შრომის არათანაბარი გადანაწილების მიუხედავად, ბოლო პერიოდში კაცების მხრიდან სახლის საქმეებში ჩართულობა გაიზარდა

სრულად 
კორა ვაისი: თუ ქალები არ არიან გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, ჩვენ მშვიდობა არ გვექნება 

2020 წელს მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღის თემაა: "ქალები მშვიდობისმშენებლობაში - მშიდობის გასაღები" ( “Women in Peacekeeping – A Key to Peace”) და ეძღვნება ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის მიღების 20 წლის იუბილეს

სრულად 
მედია და გენდერული თანასწორობა კონფლიქტის დროს და სამშვიდობო პროცესებში

ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში მეორე ონლაინ სატრენინგო სესია გაიმართა ჟურნალისტებისთვის

სრულად