ბათუმში კაცი ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ლატვიის მოქალაქემ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
მათივე ინფრომაციით, დაკავებული ფსიქოლოგიური ძალადობისთვის გამოცემულ შემაკავებელ ორდერს სისტემატურად არღვევდა, ცოლის დროებით საცხოვრებელ ბინაში მიდიოდა და მასთან ვერბალური კომუნიკაციას ამყარებდა.
უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და მუქარის, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.