ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა უსახლკაროების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად £1 მილიონი გადარიცხა.
როულინგა შესაწირი ჰოგვარტსის ბრძოლის დღეს გააკეთა, რომელიც ჰარი პოტერის შესახებ რომანების ქრონოლოგიით 1998 წლის 2 მაის შედგა.
„დღეს ჰოგვარტსის ბრძოლის 22-ე წლისთავია, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ ახლა გამოგონილი პერსონაჟების სიკვდილზე საუბარი უადგილოა. ახლობლებს ახლა რეალობაში ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს. როცა რთული დრო დგება, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ყველაზე ღარიბები და მოწყვლადები არიან, ასე რომ ქველმოქმედებისთვის £1 მილიონს გავიღებ“, - დაწერა როულინგმა.
აპრილში როულინგმა თვითიზოლაციაში მყოფი ბავშვების და მათი მშობლების დასახმარებლად ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ ახალი ვებპორტალი გახსნა.
პოლიციის განცხადებით, ლონდონში ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე შემოსული ზარების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ქვეყანაში ყოველდღიურად ასეთი ტიპის დანაშაულისთვის 100-მდე მოძალადეს აპატიმრებენ, ხოლო დაფიქსირებული ინციდენტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 9% -ით გაიზარდა.