მან ასევე ისაუბრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის კამპანიაზე „ დარჩი სახლში! იგრძენი თავი უსაფრთხოდ! დაიცავი თავი ძალადობისგან!“, რომელიც ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაიწყო.
კამპანიის მიზანია ქალთა უფლებებისა და სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ქალებისთვის მისაღები ფორმით.