ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება.
პირველი ეტაპი – 27 აპრილიდან იწყება
- მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;
- ტაქსების ოპერირება;
- ონლაინ ვაჭრობა სრულად;
- მიტანის სერვისი ნებისმიერ პროდუქტზე;
- ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
მეორე ეტაპი კი 27 აპრილიდან ორ კვირაში იქნება, რომელიც სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.
მეორე ეტაპი – 11 მაისიდან
- მშენებლობა;
- სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
- სამშენებლო მასალების წარმოება;
- ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;
- კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
- სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
მესამე ეტაპი – 25 მაისიდან
- საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან.
- ყველა ტიპის ღია ბაზრობა.
- საგამომცემლო საქმიანობა.
მეოთხე ეტაპი – 1 ივნისიდან
- სავაჭრო მოლები;
- ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით);
- ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
- სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები;
მეხუთე ეტაპი – 15 ივნისიდან
- დახურული ტიპის ბაზრები;
- ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)
მეექვსე ეტაპი – 29 ივნისიდან
- გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;
- აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
- სასტუმროები;
- საგანმანათლებლო საქმიანობა;
- ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.