საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგროვებს მონაცემებს ყველა იმ ფერმერზე, ვისაც პროდუქტის რეალიზაციაში პრობლემები გააჩნია და ამასთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს:
"კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა ქართველ ფერმერებზეც დიდი გავლენა იქონია. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახლახან გამოქვეყნებული კვლევა კარგად ასახავს იმ ძირითად გამოწვევებს, რასაც ფერმერები აწყდებიან. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელდა პროდუქციის რეალიზაცია.
ფერმერთათვის ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგროვებს მონაცემებს ყველა იმ ფერმერზე, ვისაც პროდუქტის რეალიზაციაში პრობლემები გააჩნია. გაკეთებულია სპეციალური ონლაინ-კითხვარი, რომლის შევსების შედეგად, ჩვენს ბაზაში აისახება ყველა ასეთი ფერმერის მონაცემი (კითხვარის ბმული).
ამის შემდგომ, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გაანალიზებს მიღებულ მონაცემებს და მოახდენს ფერმერთა დაკავშირებას იმ სადისტრიბუციო კომპანიებთან და სარეალიზაციო ქსელებთან, რომლებიც უკვე მზად არიან რომ შეიძინონ ფერმერების პროდუქცია.
ყველა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას მოგმართავთ თხოვნით, რომ გაავრცელოთ აღნიშნული კითხვარის ბმული თქვენს ბენეფიციარ ან პარტნიორ ფერმერებთან, რათა შევძლოთ იმ ფერმერების დახმარება, ვისაც პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა შეექმნა.
ამასთანავე, კითხვარი განთავსებულია მობილურ აპლიკაციაში "აგრონავტი“, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია აპლიკაციის გამოყენებით მთავარ მენიუში სექცია "აგროდაიჯესტი" სპეციალური ბმულის საშუალებით მონაცემების შეყვანა.
კითხვარის ნახვა შესაძლებელია როგორც აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ, ასევე "ნახე უფრო მეტი" ღილაკის გამოყენებით.
"აგრონავტი"-სს ჩამოტვირთვა ქვემოთ მითითებული ბმულების დახმარებით არის შესაძლებელი.
Android - https://play.google.com/store/apps/details?id=ge.org.gfa.gfa
iOS - https://apps.apple.com/app/id1274568219