საინტერესო
გაერომ რეზოლუცია მიიღო, რაც მომავალში კორონავირუსის ვაქცინაზე თანაბარ წვდომას ითვალისწინებს
2020-04-21 14:04:11

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუცია მიიღეს, რომლის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ მომავალში შექმნილი ვაქცინა იქნება ყველასთვის "თანაბრად, ეფექტიანად და დროულად" ხელმისაწვდომი.

რეზოლუციაში, ასევე, ხაზგასმულია "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი როლი" ამ პროცესში. დოკუმენტი, რომელიც მექსიკამ აშშ-ს მხარდაჭრით მოამზადა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას ითვალისწინებს კოვიდ-19-თან ბრძოლაში.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კორონავირუსის პანდემიაზე რეზოლუცია მანამდეც მიიღო. პირველი დოკუმენტითაც გაერომ წევრ ქვეყნებს ვირუსთან საბრძოლველად საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

21 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსის 2 486 964 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის, 170 507 ადამიანი გარდაიცვალა და 653 798 პაციენტი განიკურნა.

ბოლო ამბები
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორციელდება

საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით შსს-ს მიერ შემუშავებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა თანმდევი ცვლილებების პროექტი მიიღო

სრულად 
სუდანში ქალთა წინდაცვეთის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

სუდანში ქალთა წინდაცვეთის პრაქტიკა დანაშაულებრივი ქმედება გახდა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება-150-მდე ცნობილი ადამიანი ღია წერილს აქვეყნებენ

ჯოან როულინგი, გლორია სტაინემი, სალმან რუშდი, მარგარეტ ეტვუდი სხვა 150-მდე ავტორთან, აკადემიკოსთან თუ აქტივისტთან ერთად ღია წერილს აქვეყნებენ, სადაც "საკუთარი აზრის დაფიქსირების შეზღუდვის" თანამედროვე ტენდენციებს აკრიტიკებენ

სრულად 
ზუგდიდში ქუჩებს მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახელო ქუჩებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების - მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვა

სრულად 
საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებს

2X Challenge ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად

სრულად