გენდერული ძალადობა
ანტონიო გუტიერეში: ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა
2020-04-06 16:34:59

გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, კორონავირუსის გამო იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ბევრი ქალი შესაძლოა, რომ მოძალადე პარტნიორის ხაფანგში აღმოჩნდეს. გუტიერეშის თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.

როგორც გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ.

"ბოლო კვირებში გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. თუმცა, სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ. ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან, ან თანხები არ გააჩნიათ. ძალადობის მსხევრპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგი გადატვირთულია. მოვუწოდებ მთავრობებს, რომ მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. რისთვისაც ონლაინსერვისებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ინვესტიციის გაზრდაა საჭირო", — აცხადებს გუტიერეში.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ქალთა უფლებების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის და ამიტომ აუცილებელია, რომ პანდემიის პირობებშიც კი მოძალადეების სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს. გუტიერეშის თქმით, ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრით უზრნუნველყოფა მთავრობებისთვის გადაუდებელი აუცილებლობა უნდა იყოს. 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად