ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საყოველთაო კარანტინის შემოღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში გენდერული ძალადობის ფაქტზე ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევები 12.4%-ით, ონლაინ კონსულტაცია კი 270%-ით გაიზარდა.
მთავრობამ ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ქალებს ხელს შეუწყობს დარეკონ ცხელ ხაზზე. "ჩვენ შენთან ვართ" წერია ბანერებზე, რომლებიც ესპანეთის ქუჩებშია გამოკრული ცხელი ხაზის ნომრით 016.
გარდა იმ ცენტრებისა, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათ შვილებს ათავსებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით რამდენიმე სასტუმრო ამ მიზნისათვის გამოიყოფა.
ესპანეთში საყოველთაო კარანტინი 14 მარტს გამოცხადდა. ქუჩაში გასვლა მოქალაქეებს მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისთვის, საკვების და მედიკამენტების შესაძენად, ასევე სამედიცინო დახმარების მისაღებას შეუძლიათ.
ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 102 136 შემთხვევაა დადასტურებული - 6 213 ბოლო 24 საათის განმავლობაში. ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 647 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით ესპანეთში 864 ადამიანი გარდაიცვალა. 5 დღეა, ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 800-ზე მეტია. ვირუსს ქვეყანაში სულ 19,259 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.