გენდერული ძალადობა
საფრანგეთში თვითიზოლაციის პირობებში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 30% -ით გაიზარდა 
2020-03-30 14:09:00

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ მოქალაქეების თვითიზოლაციამ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც 17 მარტს საფრანგეთში კარანტინი გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 30% -ით გაიზარდა. 

თავის გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ პარიზში ოჯახში ძალადობის ფაქტების ზრდა 36% -ს შეადგენს.
ამ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, დაზარალებულებს შეეძლებათ დახმარების გამოძახება აფთიაქებში. ”ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, ქმრის გარეშე აფთიაქში მისვლის დროს, უნდა ჰქონდეს დახმარების გამოძახების შესაძლებლობა ”- განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

მისივე განმარტებით, უკვე გაცემულია მითითებები შესაბამის სტრუქტურებში, რათა ოჯახში ძალადობის ფაქტების დროს პოლიციამ  "სწრაფი რეაგირება და ჩარევა" შეძლოს.

კრისტოფ კასტანერმა აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნისთვის "პრიორიტეტია".
ბოლო ორი კვირის მანძილზე საფრანგეთის მოსახლეობა, კორონავირუსის გამო,  თვითიზოლაციის პირობებში იმყოფება, ხოლო კარანტინი ქვეყანაში 15 აპრილამდე გაგრძელდება.

საფრანგეთი ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა ევროპაში. ყოველწლიურად, 18-დან 75 წლამდე ასაკის დაახლოებით 219,000 ქალი განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ახლანდელი ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყოველ სამ დღეში ერთხელ, საფრანგეთში ერთ ქალს მისი პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს.

ბოლო ამბები
კორონავირუსის რისკების შემცირების მიზნით, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება

საქართველოს მასშტაბით ორსულ ქალებს ეძლევათ უფასო ვირტუალურ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა; წამყვანი გინეკოლოგებისაგან ისინი მიიღებენ პასუხებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე

სრულად 
ზუგდიდში ქუჩებს მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახელო ქუჩებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების - მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
აქამდე...

კლასიდან ჩემი მოსწავლე გამოვიყვანე, ჩემი “ფემინისტი” გოგონა და ვუთხარი, რომ ქალები ისტორიას არასდროს წერდნენ…აქამდე…

სრულად 
სურამში ქმარმა ცოლი მოკლა 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სრულად 
კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეუფარდეს

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად