ქალთა პორტრეტი
მარიამ ჯორბენაძე
2020-03-27 17:47:13

ოთხმა გოგონამ, ოთხმა იურისტმა და ოთხივე - მარიამმა: მარიამ თითბერიძემ, მარიამ ცერცვაძემ, მარიამ ჯორბენაძემ და მარიამ ჩაკვეტაძემ მოხუცების დასახმარებლად ბრძოლა დაიწყეს და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „დავეხმაროთ მოხუცებს“

იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარება მოხუცებისთვის გამარტივდეს, ჯგუფის წევრებმა მათი დახმარება გადაწყვიტეს. მალევე ფეისბუქ-ჯგუფს 15 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მეგობრების, თანამოაზრეების ჩართულობით, უმოკლეს დროში - 24 საათში  მათ შეძლეს 55 ათას 500 ლარის შეგროვება და თბილისში მცხოვრები 600-მდე ხანდაზმული ადამიანის პროდუქტით, მედიკამენტებით, ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა. 

ხანდაზმული ადამიანები Covid-19-ის რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ - ახალი კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უქმნის.

თვითიზოლაციის გადაწყვეტილება ბევრ მოხუცს საკვების პრობლემას უქმნის - დაიხურა "კათარზისი", რომელიც სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ ადამიანებს საკვებით უზრუნველყოფდა.

ინიციატივას „დავეხმაროთ მოხუცებს“ მრავალი კომპანია შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ კამპანიაში თბილისის მერიაც ჩაერთო.  

ბოლო ამბები
CEDAW კომიტეტის 84-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის ანგარიში განიხილება

საქართველოს ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა წარადგინა

სრულად 
CEDAW კომიტეტის 84-ე სესია: საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მოხსენების მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
 სატრენინგო ციკლი ე.წ ადმინისტრაციო სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
 კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს!“
  1