ემილი გრინ ბოლჩი (დ. 8 იანვარი, 1867, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ - გ. 9 იანვარი, 1961) - არის ამერიკელი ეკონომისტი, პაციფისტი და 1946 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.
ემილი გრინ ბოლჩი (დ. 8 იანვარი, 1867, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ - გ. 9 იანვარი, 1961) - არის ამერიკელი ეკონომისტი, პაციფისტი და 1946 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ
ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”
მარი სკლოდოვსკა-კიური (პოლ. Maria Skłodowska-Curie დაიბადა, როგორც მარი სალომეა სკლადოვსკა; (დ. 7 ნოემბერი, 1867, ვარშავა — გ. 4 ივლისი, 1934, სანსელმო, სავოია) — ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ეროვნებით პოლონელი. |
ბერტა ფონ ზუტნერი (გერმ. Bertha Sophie Felicitas Freifrau von Suttner, დაბადებით გრაფინია კინსკი; დ. 9 ივნისი, 1843, პრაღა — გ. 21 ივნისი, 1914, ვენა) — ავსტრიელი მწერალი, პაციფიზმის საერთაშორისო მოძრაობის აქტივისტი. პირველი ქალი ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების საქმეში და მარი სკლოდოვსკა-კიურის შემდეგ მეორე ქალბატონი, რომელმაც მიიღო აღნიშნული პრემია. |
სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი (დ. 20 ნოემბერი, 1858 — გ. 16 მარტი, 1940) — შვედი მწერალი. პირველი ქალი, რომელმაც 1909 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო. |
გრაცია დელედა (დ. 27 სექტემბერი, 1871 — გ. 15 აგვისტო, 1936) — იტალიელი მწერალი, 1926 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. იგი იყო პირველი იტალიელი ქალი, რომელსაც ეს პრემია მიენიჭა. |
სიგრიდ უნსეტი (დ. 20 მაისი, 1882, კალუნბორგი, დანია — გ. 10 ივნისი, 1949, ლილეჰამერი, ნორვეგია) — ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის 1928 წლის ლაურეატი. |
ჯეინ ადამსი (დ.6 სექტემბერი, 1860 – გ.21 მაისი, 1935), ცნობილია როგორც სოციალური მუშაობის „დედა“ — ამერიკული კოლონიზაციის აქტივისტი/რეფორმატორი, სოციალური მუშაკი, საჯარო ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ავტორი, ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვებისა და მსოფლიო მშვიდობის ლიდერი. |
ირენ ჟოლიო-კიური (ქალიშვილობის გვარი — კიური; დ. 12 სექტემბერი, 1897, პარიზი, საფრანგეთი — გ. 17 მარტი, 1956, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში ფრედერიკ ჟოლიოსთან ერთად (1935), მარი სკლოდოვსკა-კიურისა და პიერ კიურის უფროსი ქალიშვილი, ფრედერიკ ჟოლიო-კიურის მეუღლე. შვილები — ელენ ჟოლიო (დ. 1927) და პიერ ჟოლიო (დ. 1932), აგრეთვე მეცნიერები. საერთო ჯამში კიურების ოჯახი ყველაზე მეტი ნობელის პრემიის მფლობელია. |
პერ სიდენსტრიკერ ბაკი (დ. 26 ივნისი, 1892 — გ. 6 მარტი, 1973) — ამერიკელი მწერალი. როგორც მისიონერის ქალიშვილმა, ბაკიმ ცხოვრების დიდი ნაწილი, 1934 წლამდე, ჟენჩანგში, ჩინეთში გაატარა. მისი რომანი - კარგი დედამიწა - 1931 და 1932 წლებში ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1932 წელს რომანისთვის ბაკის პულიცერის პრემია გადაეცა. |
ლუისა დე მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა ან ლუისა გოდოი ალკაიაგა უფრო მეტად ცნობილია ფსევდონიმით გაბრიელა მისტრალი (დ. 7 აპრილი, 1889, ვიკუნია, ჩილე — გ. 10 იანვარი, 1957, ნიუ-იორკი, აშშ) — ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. |