ვიდეო მასალები
გენდერი და საზოგადოება
2015-12-10 00:00:00

"გენდერი და საზოგადოება"- გადაცემათა ციკლი, რომელიც გადის ტელეკომპანია "დია" ეთერში. გადაცემები ეხება ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ და სამშვიდობო პროცესებში და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.

"გენდერი და საზოგადოება" მზადდება პროექტის "ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში" ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“მხარდაჭერით შიდა ქართლის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის 4  დიდ თემში: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, ქარელის რაიონის სოფელ რუისში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში.

პროექტის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ინფორმირებულობის გაზრდა ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების რეალიზებისა და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის შესახებ შიდა ქართლის რეგიონში.

ბოლო ამბები
თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით განხორციელებული ძალადობა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ახალი ფორმა

თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს გენდერულ ძალადობაზე პრევენციისა და მათზე  რეაგირების ახალ გზებს.  თუმცა ამავდროულად,  თავი იჩინა ახალმა პრობლემამ -  მოძალადეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებამ  მსხვერპლთა თვალთვალისა და კონტროლისათვის

სრულად 
სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
 ყველა ვიდეო
  1 2 3 4