პროექტი – ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“ – განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
ქალები საქართველოში ქვეყნის ელექტორატის უმრავლესობას წარმოადგენენ, სწორედ ამიტომ აუცილებელია საარჩევნო პროცესებში მათი აქტიური ჩართვა და მათთვის საარჩევნო წესებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. პროექტის – ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“ ძირითად საფუძველს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენდა საარჩევნო პროცესებში.